ავტოინდუსტრიის მარკეტინგი: E-Motions Georgia

ავტოინდუსტრიის მარკეტინგი: E-Motions Georgia

ელექტრომობილების მარკეტინგი საქართველოში ის სფეროა, სადაც Timeless Agency 4 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს. ავტოინდუსტრია დღეს მხოლოდ ძრავების ტიპს კი არ იცვლის, არამედ მომხმარებელთან კომუნიკაციის მთელ ფილოსოფიას. ტრადიციული ავტომობილების გაყიდვა ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობა კარგად ნაცნობ ემოციურ მოდელებს: ძალა, სიჩქარე, აგრესიული დიზაინი და სტატუსი. მაგრამ როდესაც საქმე ელექტრომობილებს ეხება, თამაშის წესები სრულიად იცვლება.

როდესაც ბაზარზე ელექტრომანქანების სპეციალიზებული ავტოსალონი E-Motions Georgia გამოჩნდა, მათი მიზანი ამბიციური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო: საქართველოში ნულოვანი გამონაბოლქვის, ენერგოეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტრანსპორტის პოპულარიზაცია. Timeless Agency-ისთვის ეს არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია. ეს იყო გამოწვევა: ბრენდის დაარსების დღიდანვე შეგვექმნა სრულიად ახალი ციფრული პრეზენტაცია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ელექტრო ავტომობილის ყიდვის სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანდა.

ჩვენი სტრატეგია და მიდგომა

თაიმლეს ეიჯენსიში E-Motions Georgia-სთვის სრული ციფრული ეკოსისტემა შევქმენით, ვებ-სერვისებიდან სოციალური მედიის მართვამდე. ეს კომპლექსური მიდგომა მოიცავდა ვებ-დეველოპმენტს, SEO ოპტიმიზაციას, სოციალური მედიის სტრატეგიასა და კონტენტის მართვას.

ვებ-დეველოპმენტი და UX

სპეციალიზებული ავტოსალონის სპეციფიკაზე მორგებული ვებ-გვერდი ნულიდან შეიქმნა. e-motions.ge-ს ყველა ქვეგვერდი ინდივიდუალურად არის ოპტიმიზებული. საიტი სრულად პასუხობს პრემიუმ ესთეტიკას და სასურველი მოდელის შერჩევა სულ რამდენიმე კლიკითაა შესაძლებელი.

E-Motions Georgia ვებ-გვერდი - BYD და Zeekr ელექტრომობილების გვერდები
E-Motions Georgia-ს ვებ-გვერდის BYD და Zeekr სეგმენტები

SEO ოპტიმიზაცია ელექტრომობილების ბაზარზე

ელექტრომობილების მარკეტინგი საქართველოში განსაკუთრებულ SEO სტრატეგიას საჭიროებს. ჩვენ მოვიკვლიეთ ყველა ძირითადი საძიებო სიტყვა, რომელსაც ქართველი მომხმარებელი იყენებს ელექტრო ავტომობილის ძიებისას, და ეს სიტყვები სტრუქტურულად ჩავწერეთ E-Motions Georgia-ს ვებ-გვერდზე, ბლოგ-პოსტებსა და პროდუქტის გვერდებზე. გვინდოდა, Google-ში ელექტრომობილის მაძიებელს პირველ ადგილზე სწორედ E-Motions Georgia დახვედროდა.

SEO შედეგები: რეალური მაჩვენებლები

ბოლო 3 თვის მონაცემები Google Search Console-დან ცხადყოფს, რომ SEO სტრატეგია კონკრეტულ და გაზომვად შედეგებს იძლევა: 1,780 კლიკი, 21,400 impression, 8.3% CTR და საშუალო პოზიცია 5.8 ყველა ძირითად საკვანძო სიტყვაზე. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი სტრატეგია სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

ელექტრომობილების მარკეტინგი საქართველოში - Google Search Console SEO შედეგები E-Motions Georgia
Google Search Console — 1.78K კლიკი, 21.4K Impression, 8.3% CTR, პოზიცია 5.8 (ბოლო 3 თვე)

სოციალური მედია: 5.2 მილიონი ნახვა

Facebook-ის სტრატეგიული მართვა E-Motions Georgia-სთვის ყველაზე თვალსაჩინო შედეგებს იძლევა. Timeless Agency-ის მიერ გადაღებული და გამოქვეყნებული კონტენტი ჯამში 5.2 მილიონ ნახვამდე მიაღწია, ხოლო link clicks-მა 45,600-ს გადააჭარბა, რაც 158.8%-იანი ზრდაა წინა პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ელექტრომობილების მარკეტინგი საქართველოში, სწორი ვიდეო კონტენტის სტრატეგიით, შეიძლება გახდეს ვირალური და მაღალ-კონვერტირებადი.

Facebook Views 5.2M - E-Motions Georgia
Facebook Views — 5.2M (მაი 2025 – მაი 2026)
Facebook Link Clicks 45.6K - E-Motions Georgia
Link Clicks — 45.6K, 158.8% ზრდა
Facebook Content Overview - E-Motions Georgia
Content Overview — 5.2M Views, 1.1M 3-წმ ნახვები (767.5% ზრდა), 247 დღე Watch Time (672.4% ზრდა)
Facebook Top Content by Views - E-Motions Georgia
Top ვიდეოები: Avatr 07 (642.8K ნახვა), Avatr 06 (410.7K), BYD Leopard 3 (243K), BYD Song Plus (210.6K)

შედეგების შეჯამება

+140%

ორგანული ტრაფიკის ზრდა SEO სტრატეგიის წყალობით

Top 6

Google-ის ძიებაში საშუალო პოზიცია ყველაზე კონკურენტულ საკვანძო სიტყვებზე

5.2M

Facebook ნახვები Timeless Agency-ის მიერ შექმნილ კონტენტზე

BYD Denza N9 - პრემიუმ ელექტრო SUV E-Motions Georgia-ში

E-Motions Georgia-ს მაგალითი ადასტურებს, რომ სწორი ციფრული სტრატეგია ძლიერ პროდუქტთან ერთად ახალ ბაზრებზეც კი შეუქცევად ზრდას იძლევა.

ელექტრომობილების მარკეტინგი საქართველოში დღეს უკვე მხოლოდ ერთი ავტოსალონის ისტორია არ არის. ეს მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაციის დასაწყისია. Timeless Agency მზადაა ამ ტრანსფორმაციის ნაწილი გახდეს ყველა კომპენიისთვის, ვინც ციფრულ ბაზარზე რეალური შედეგების მიღებას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *